
ნეგატიური აზრები ტრანსგენდერებზე ხშირად გვხვდება მითების, სტერეოტიპებისა და დეზინფორმაციის სახით. ძალიან ბევრი მითი ლგბტქ+ ადამიანებზე მიემართება ხოლმე ტრანსგენდერ ადამიანებსაც, რადგან ადამიანები კვლავაც იბნევიან მაშინ როდესაც საქმე ეხება სექსუალური ორიენტაციისა(ვისკენ მაქვს მიზიდულობა) და გენდერული იდენტობის(როგორ აღვიქვამ საკუთარ თავს) გამიჯვნას და ამის გამო, არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებენ ხოლმე.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ მხოლოდ ტრანსგენდერ ადამიანებზე არსებულ მითებს.
მითი N1:
ტრანსგენდერობა არჩევანია, ფაზაა ან სხვა ტრანსგენდერი ადამიანების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეგავლენის შედეგია.
რეალობა: ადამინის გენდერული იდენტობა არის ის თუ როგორ აღიქვამს ის სინამდვილეში თავს. ტრანზიცია არ არის იმპულსური გადაწყვეტილება, ის საკმაოდ რთული პროცესია და საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით შეუსაბამობის/დისონანსის გრძნობის გარეშე.
ტრანსგენდერი ადამიანები არიან მაღალი სოციალური სტიგმის, დისკრიმინაციისა და შევიწროვების მსხვერპლი, როდესაც სხვა ადამიანებს ეუბნებიან თავიანთ გენდერულ იდენტობაზე. შესაძლოა მშობლებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა ან მასწავლებელმა მიიღონ ისინი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება, შესაბამისად ტრანს ადამიანებს ეშინიათ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანების დაკარგვის. მიუხედავად ამდენი რისკისა, ადამიანის ასეთი ღიაობა საკუთარ გენდერთან დაკავშირებით და ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც მათთვის არის კომფორტული დასაფასებელია, რადგან ეს ყველაფერი,ამავდროულად, საშუალებას აძლევს მათ, რომ ბედნიერად იცხოვრონ და ცხოვრება ფატალურად არ დაასრულონ.
მითი N2:
ყველა ტრანსგენდერ ადამიანს სურს ჰორმონალური თერაპიის დაწყება და პლასტიკური ქირურგია.
რეალობა: ტრანსგენდერი ადამიანები განსხვავებულ გზებს ირჩევენ ტრანზიციისთვის, რომლებიც სცდება ჰორმონალურ თერაპიასა და პლასტიკურ ქირურგიას.
ტრანსგენდერი ადამიანები იწყებენ ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მათ თავს უფრო კომფორტულად და დაახლოებულად აგრძნობინებს საკუთარ გენდერთან. ცვლილებები შეიძლება აისახოს ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, მანერებზე, მეტყველებაზე სახელის შეცვლასა და კიდევ სხვა მრავალ ასპექტზე. ჰორმონალური თერაპია და ოპერაციები სურთ ნამდვილად ტრანსგენდერი ადამიანების გარკვეულ ნაწილს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას სურს, ან ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მითი N4:
ყველა ტრანსგენდერ ადამიანს სძულს საკუთარი სხეული.
რეალობა: გენდერულ და სხეულთან დაკავშირებულ დისფორიას არ განიცდის ყველა ტრანსგენდერი ადამიანი, ამასთან იმ ადამიანებში, ვინც ამას განიცდის, დისფორია განსხვავდება სიმწვავის ხარისხით.
ყველა ტრანს ადამიანს არ აქვს მწვავე გენდერული დისფორია. ტრანსგენდერად ყოფნა არ განიხილება როგორც სამედიცინო მდგომარეობა და დიაგნოზი, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ჭირდება ჩარევა სპეციალისტების. არსებობენ ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც არ განიცდიან სტრესსა და შფოთვას საკუთარი სხეულის გამო, შესაბამისად, ეს მათ ცხოვრების ხარისხზე არ ისახება.
მითი N5:
მშობლების(აღზრდის) ბრალი იქნებოდა.
რეალობა: არ არსებობობს არცერთი სანდო მეცნიერული კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ტრანს იდენტობას მშობლების მხრიდან არასწორი აღზრდა განაპირობებს, თუმცა, მშობლების მხრიდან არასწორ აღზრდასა და მოპყრობას როგორც ტრანს, ისე არატრანს ინდივიდებში მივყავართ სერიოზულ გამოწვევებამდე, რომელიც ასახვას ჰპოვებს მომავალში ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და მკვეთრად აუარესებს მას.
ხშირად მშობლები როცა იგებენ, რომ მათი შვილი ტრანსგენდერია, აბრალებენ საკუთარ თავებს, რომ მათ რამე გამოეპარათ, ან შეეშალათ აღზრდისას. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვის გენდერული იდენტობა არ დაისწავლება მშობლებისგან. როგორც მშობელს არ აქვს გავლენა იმაზე, რომ მისი შვილი იქნება ჰეტეროსექსუალი/ბისექსუალი ან ჰომოსექსუალი, ასევე, არ აქვთ გავლენა ტრანსგენდერობაზეც.
იდენტობის ჩამოყალიბება ყველა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. არსებობს პერიოდები, როდესაც გოგონამ შეიძლება ითამაშოს საზოგადოების მხრიდან ბიჭის სათამაშოებად აღქმულ სათამაშოებით, ხოლო ბიჭმა კი პირიქით, თუმცა, ეს სულ არ ნიშნავს, რომ ბავშვი ტრანსგენდერია. თუ ეს პროცესი ხანგრძლივია, სხვა ასპექტებზეც ისახება და ინდივიდში იწვევს დისტრესს, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიმანიშნებელი და ეჭვის გამჩენი, რის გამოც, აუცილებელია ბავშვის სპეციალისტთან მიყვანა და დახმარება.
მითი N6:
ვიღაცამ ჩემს შვილს ჩაუნერგა რომ იყოს ტრანსგენდერი – ან – ჩემი შვილი ახლობელ ადამიანებსაც ტრანსგენდერად აქცევს.
რეალობა: გენდერული იდენტობა არ დაისწავლება თანატოლთა ან სხვა ადამიანთა ზეგავლენთ.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები და მოზარდები ხშირად ბაძავენ ერთმანეთს, გენდერული იდენტობა არ არის ის, რაც დაისწავლება თანატოლებისგან. ის ღრმა და შინაგანი რწმენაა საკუთარი თავისადმი და არა სხვების შეხედულებების მიბაძვა. სხვა ადამიანმა შესაძლოა თქვენს შვილს გაუმხილოს საკუთარ გენდერულ იდენტობაზე არა იმიტომ, რომ უნდა თქვენი შვილიც ტრანსგენდერი გახდეს, არამედ იმიტომ, რომ ისინი თქვენს შვილთან თავს უსაფრთხოდ თვლიან და ენდობიან მას.
მითი N7:
ტრანსგენდერ ათლეტებს აქვთ უპირატესობა და მხოლოდ დაბადებისას მინიჭებული სქესის ჯგუფებთან უნდა ასპარეზობდნენ.
რეალობა: ათობით ათასი ტრანსგენდერი ადამიანი ასპარეზობს სპორტში საკუთარი გენდერული იდენტობით და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა რაიმე უპირატესობის მსაჯების მხრიდან.
კანონები რომელთა მიზანია ტრანსგენდერი ადამიანების ჩამოშორება სპორტისგან, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების, უარყოფილია(დარეჯექთებულია) განათლების ექსპერტებისგან, ათლეტებისგან, მწვრთნელებისგან და მედიცინის ექსპერტებისგან. ყველა ქალი ათლეტი, ტრანსგენდერიც და არატრანსგენდერიც, არიან სხვადასხვა ფორმის და წონის და ყველა მათგანს უნიკალური სიძლიერე აქვს. კვლევები მოწმობს, რომ არანაირი მეცნიერული საბუთი არ არსებობს იმისა, რომ ტრანსგენდერი ახალგაზრდები უნდა გამოეთიშონ სპორტს. ასე თუ მოხდა, ის დააზარალებს ამ ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს.
მითი N8:
ტრანსგენდერი ადამიანები საფრთხეს უქმნიან ქალებსა და ბავშვებს საპირფარეშოთი სარგებლობისას.
რეალობა: ტრანსგენდერი ადამიანები სიახლეს არ წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის , შესაბამისად ისინი მრავალი ათწლეულია იყენებენ საპირფარეშოებს და ჯერ არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი იმისა, რომ ტრანსგენდერ პირს ზიანი მოეტანა იქ მყოფი ქალებისა და ბავშვებისთვის.
აშშ-ს 21 შტატსა და მსოფლიოს 170 ქალაქში აკრძალულია დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით სამსახურებში, სახლსა და ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა რესტორნები, სასტუმროები. არანაირი საბუთი არ არსებობს იმისა, რომ აღნიშნული კანონები ზრდის ძალადობის რისკს ტრანსგენდერთა მხრიდან. სწორედ ამიტომ, 300-ზე მეტი ორგანიზაცია ზრუნავს იმაზე, რომ აღმოფხვრას ოჯახური ძალადობა და სექსუალური შევიწროვება ტრანსგენდერი ადამიანების. რადგან საფრთხე არა ტრანსგენდერი ადამიანების მხრიდან, არამედ არატრანსგენდერი პირების მხრიდან მოდის. ამასთან, ლგბტქ+ ადამიანების თანასწორობის მოწინააღმდეგეებსაც კი არაერთხელ უღიარებიათ, რომ მათი შიშები საპირფარეშოში საფრთხესთან დაკავშირებით არაა დაფუძნებული რეალისტურ საფრთხეებზე.
მითი N9:
ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა მხოლოდ კაცი და ქალი შექმნა.
რეალობა: ბიბლია მეტწილად ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ მოვექცევით სხვა ადამიანებს და ეწინააღმდეგება სისასტიკეს, ძალადობას, განსჯას სხვა ადამიანებისა.
იესო არაფერს ამბობს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ის ადამიანების მიღებასა და სიყვარულს ქადაგებდა. ფაქტია ის, რომ ბევრი ქრისტიანი მიყვება შემდეგ მოძღვრებას: „გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, სულითა და გონებით, ხოლო შენი მეზობელი ისე, როგორც შენი თავი.
გამოყენებული ლიტერატურა:



