მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული ოჯახურ ძალადობაზე ტრანსგენდერ პირთა მიმართ, არსებული კვლევები გვთავაზობენ, რომ ტრანსგენდერი ადამიანები გამოცდიან იგივე, ზოგჯერ უფრო მაღალი სიხშირის ძალადობას, ვიდრე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი სისგენდერი ქალები და მამაკაცები.

   ზოგადად, დიდი მსგავსებაა ტრანსგენდერი ადამიანების ურთიერთობაში არსებულ ძალადობასა და სხვა, არატრანსგენდერი წყვილების ურთიერთობას შორის. მაგრამ გასათვალისწინებელია ასევე, საკმაოდ ბევრი ფაქტორი, როდესაც ვცდილობთ შევისწავლოთ ტრანსგენდერი მამაკაცის ყოფნა ურთიერთობაში მოძალადე ადამიანთან.

   ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ რაც უფრო „მასკულინურია“ ადამიანი, უფრო მეტი შანსია, რომ ურთიერთობაში ის იყოს მოძალადე, ან რომ მხოლოდ ქალები არიან ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნული მოსაზრებები საკმაოდ ართულებს ტრანსგენდერი კაცისთვის ძალადობაზე მიმათითებელი ნიშნების ამოცნობას.

თავდაპირველად განვმარტოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინი:

რა არის პარტნიორის მხრიდან ძალადობა:

*ქართულ კონტექსტსა და სამართლებრივ სისტემაში არ არის განმარტებული პარტნიორის მხრიდან ძალადობა, ამის შესატყვისად გვაქვს ოჯახური ძალადობა, ან ჩადენილი ძალადობის სხვადასხვა სახე, შესაბამისად, დანაშაულის სახელდება ხდება არა ჩამდენის, არამედ თავად დანაშაულის ხასიათის/ტიპის მიხედვით. აღნიშნული ტერმინი სამართლებრივად არსებობს ამერიკაში, ქვეყანაში, სადაც გამოქვეყნდა აღნიშნული სტატია.

„პარტნიორის მხრიდან ძალადობა განისაზღვრება, როგორც ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ ურთიერთობაში, რომელიც გამოიყენება ერთი პარტნიორის მიერ, რომ მიიღოს ან შეინარჩუნოს ძალაუფლება და კონტროლი მეორე პარტნიორზე“. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლი, არ აქვს მნიშვნელობა მის გენდერს, გენდერის გამოხატულებას(მასკულინურია, ფემინურია, არცერთი), ასაკს, ან სქესს. ძალადობას მხოლოდ ფიზიკური სახე არ აქვს. ის ასევე მოიცავს ქცევათა ფართო სპექტრს, რომელიც გარდა სექსუალური ძალადობისა, აერთიანებს შანტაჟს, მუქარას, ემოციურ ძალადობას, იზოლაციას, მინიმიზაციას,

სოციალური პრივილეგიის გამოყენებას, როგორიცაა რასა მაგალითად და ფულის გამოძალვას. ქმედებათა სხვადასხვა სახე მარტო არასდროს მიმდინარეობს, ისინი თანადროულად გამოვლინდებიან ხოლმე ძირითადად.

რატომ ხდება? იმიტომ, რომ მოძალადის მიზანია, რომ შენზე მოიპოვოს კონტროლი. მოძალადეებს სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ წინასწარ იცოდნენ და აკონტროლონ შენი ყველა ქცევა და გადაწყვეტილება. ამისთვის კი ისინი სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.

საზოგადოება, როგორც წესი, მხოლოდ სისგენდერი ქალების ძალადობაზე რეაგირებს, ამიტომ ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე ტრანსგენდერი კაცების მიმართ ძალადობა.

ვარ თუ არა მოძალადესთან ურთიერთობაში?

  • გრძნობთ თუ არა ხანდახან ან ხშირად შიშს თქვენი პარტნიორის მიმართ?
  • არიდებთ თუ არა ზოგიერთ თემაზე საუბარს თავს, იმიტომ რომ გეშინიათ, რომ თქვენი პარტნიორი არ გაბრაზდეს?
  • გრძნობთ თუ არა, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებთ?
  • გრძნობთ, რომ იმსახურებთ ტკივილის მოყენებას, არასწორად მოქცევას, ძალადობას?
  • ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ ყოველთვის დამნაშავე?
  • უიმედოდ და ემოციებისგან დაცლილად გრძნობთ თავს?
  • ტირით უმეტესობა დღეებსა და ღამეებში?
  • თქვენი პარტნიორი გამცირებთ სიტყვიერად და გიყვირით ხოლმე?
  • ყოველთვის გაკრიტიკებთ და თავს ცუდად გაგრძნობინებთ?
  • ისე ცუდად გექცევათ, რომ გრცხვენიათ თქვენს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ელაპარაკოთ ამაზე?
  • აიგნორებს თქვენს შეხედულებებს ან აკნინებს თქვენს მიღწევებს?
  • გაბრალებთ თქვენ მისი მხრიდან ძალადობრივ ქმედებას? მაგ: „შენ გამომიწვიე“
  • გექცევათ როგორც მის საკუთრებას და არა ინდივიდს?
  • ზედმეტად ეჭვიანი და მესაკუთრეა?
  • აკონტროლებს სად მიდიხართ და რას აკეთებთ?
  • გეუბნებათ, რომ ნებართვა აიღოთ სადმე წასვლის წინ?
  • გიკრძალავთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვას?
  • ამოწმებს თქვენს ფეისბუქის ექაუნთს?
  • ამოწმებს თქვენს ტელეფონს და კითხულობს თქვენს მესიჯებს?
  • ზღუდავს თქვენს წვდომას თქვენსავე ფულზე, მანქასა და ტელეფონზე?
  • გთხოვთ, რომ გაუმხილოთ ყველა პაროლი იმელებისა და სოციალურ მედიაში არსებული გვერდებისა?
  • გთხოვთ, რომ გააუქმოთ ბანკის ანგარიში?
  • გაძალებთ, რომ წამოხვიდეთ სამსახურიდან?
  • გაძალებთ, რომ შეწყვიტოთ სწავლა?
  • გაგინებთ ან გწყევლით?
  • გაიძულებთ თქვენი თანხმობის გარეშე სექსუალურ აქტში ჩართვას?
  • გირეკავთ ხშირად და შეურაცხყოფას გაყენებთ?
  • გემუქრებათ, რომ თავს მოიკლავს თუ თქვენ მიატოვებთ?
  • გემუქრებათ ფიზიკურად?
  • გემუქრებათ, რომ რამეს დაუშავებს თქვენს ოჯახს/მეგობრებს თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც გეტყვით?
  • ზიანს გაყენებთ, ან გემუქრებათ, რომ ზიანს მოგაყენებთ?
  • გარტყავთ ხელით, ფეხით, ან ხელს გკრავთ?
  • გრთავთ ისეთ სექსუალურ აქტებში, რომელშიც მონაწილეობის მიღება არ გსურთ?
  • გაიძულებთ ისეთი რაღაცეების(სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული და სხვა) გაკეთებას, რაც არ გინდათ რომ გააკეთოთ?
  • აქვს არაპროგნოზირებადი ხასიათი, რომელიც თქვენ გაშინებთ?

ზემოთ  ჩამოთვლილია გამაფრთხილებელი ნიშნები ძალადობის სხვადასხვა ფორმის, რომელიც შეიძლება მოვათავსოთ 3 კატეფორიაში. შესაძლოა ადამიანი იყოს ერთის, ორის, ან სამივე ტიპის ძალადობის მსხვერპლი.

1.) ფიზიკური ძალადობა:  ტკივილის, დისკომფორტის, დაზიანების მიყენების მიზნით გამოყენებული ძალა. შეიძლება მოიცავდეს დარტყმას, დახრჩობას, სახეში გარტყმას, დაწვას, იარაღის გამოყენებას და ჭრილობის მიყენებას და ა.შ. ასევე, ჩამოშორება სიცოცხლისთვის საჭირო პროდუქტებისთვის, როგორიცაა წყალი, საჭმელი და ძილი.

2.) სექსუალური ძალადობა:  ნებისმიერი სექსუალური კონტაქტი, რომელიც თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდაა და თქვენგან თანხმობა არ მოპოვებულა, გადის სექსუალურ ძალადობაში. ამაში შედის იძულებით ჩართვა სექსუალურ აქტივობაში, გამიზნულად სექსუალურიი გზით გადამდები დაავადებების გადმოდება თქვენთვის, დამცავის(კონდომის) გამოყენებაზე უარის თქმა, სექსუალური აქტის დროს თქვენი დამცირება, გაუპატიურება, გაუპატიურება ძილში, ან ნასვამ მდგომარეობაში როცა ხართ.

3.)   ემოციური ძალადობა: ქმედებები, რომლის მიზანია სხვისი თვითშეფასების, გრძნობების დაზიანება ან დამოუკიდებლობის შელახვა. შეიძლება მოიცავდეს ვერბალურ ძალადობას(ყვირილი, გინება), იარლიყების დაძახება, მანიპულაცია, მუქარა, თქვენგან თქვენი ფინანსების მოპარვა და ა.შ.

პარტნიორის მხრიდან ძალადობა ტრანსგენდერ მამაკაცზე:

ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფიზიკური ძალადობა ქალებს შორის ურთიერთობისას არ ხდება, ან ის, რომ 2 მამაკაცის ურთიერთობაში მხოლოდ ფიზიკური ძალადობა ხდება. ძალადობა და შეურაცხყოფა შესაძლოა იყოს ემოციური და ფსიქოლოგიურიც. მანიპულაცია წარმოადგენს გავრცელებულ ტაქტიკას ემოციურად და ფსიქოლოგიურად მოძალადე პარტნიორებში, რაც თავის თავში მოიაზრებს, ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა ტყუილი, ინფორმაციის დამალვა, შანტაჟის გამოყენება, თანაბარი დებატების შექმნისგან თავის არიდება. მოძალადე პარტნიორი იყენებს ამ და სხვა ტექნიკებს, რომ დაგაძალოს რაღაცეების გაკეთება, მიიღოს შენს მაგივრად გადაწყვეტილებები, დაგანახოს დამახინჯებულად თქვენი ურთიერთობა.

ძალადობა პარტნიორის მხრიდან ტრანს ადამიანებზე შეიძლება მოხდეს ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც რომანტიკულ, ასევე სექსუალურ ასპექტშიც. თუმცა, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი ამბობს, რომ ძალადობა უფრო ხშირია ქამინგაუთის(საკუთარი გენდერული თუ სექსუალური იდენტობის გამხელა) დროს ან მათი ტრანზიციის საწყის პერიოდში.

აუცილებელია ისიც გვახსოვდეს, რომ შენი პარტნიორის გაკვირვება, დაბნეულობა, ემოციური არამდგრადობა, არანაირად არ ამართლებს შენს მიმართ ძალადობას. სამწუხაროდ, უმეტესობა ტრანსგენდერი ადამიანებისა, აფიქსირებს, რომ გამოუცდია პარტნიორის მხრიდან ძალადობა რომანტიკულ და სექსუალური ტიპის ურთიერთობებში, რადგან არაჰუმანური დამოკიდებულებაა კვლავ საზოგადოებაში ტრანსგენდერი ადამიანების სხეულების მიმართ.

არსებობს დინამიკა და გამოხატულებები ძალადობის, რომელიც განსაკუთრებით შეინიშნება ტრანსგენდერ პირზე განხორციელებული ძალადობისას, რაც დაგეხმარებათ, რომ შეადაროთ თქვენს ურთიერთობას:

    • ტრანსფობია, ბიფობია, ჰომოფობია

    მოძალადე პარტნიორი შეიძლება ასევე შეეცადოს, რომ თქვენში გააღვივოს სინანულისა და სირცხვილის შეგრძნება, იმისათვის, რომ უარი გათქმევინოთ ქამინგაუთზე. მათ შეიძლება აკონტროლონ ის თუ როგორ იქცევი ან იცვამ. განმეორებითად უარს იტყვიან თქვენი სასურველი ფრონაუნების გამოყენებაზე, ან არ გაძლევენ უფლებას, რომ გამოხარონ თქვენი გენდერული იდენტობა ისე, როგორც თქვენ გეკომფორტულებათ ეს. თუ თქვენ თავს აიდენტიფიცირებთ ჰომოსექსუალად, ბისექსუალად, ან სხვა არა-ჰეტეროსექსუალ ორიენტაციაში, თქვენი პარტნიორი შეიძლება შეეცადოს, რომ თავს მოგახვიოთ ნეგატიური სტერეოტიპები და დაგაჯეროთ, რომ თქვენ არაფრად ღირხართ თქვენი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო და ამით თავი აგარიდებინოთ პოლიციაში ჩივილისგან.

    • გენდერული დისფორიის მიზანმიმართულად გამოწვევა

    კომენტარების გაკეთება იმისთვის, რომ შენში დისფორიის შეგრძნებები გამოიწვიოს. მოიცავს ყურადღების გამახვილებას შენი სხეულის ისეთ ნაწილებზე, რომლებთანაც იცის, რომ კომფორტულად არ გრძნობ თავს, ან ისეთი სიტუაციების გამიზნულად მოწყობა, სადაც შენი დისფორია გამოიხატება,

    • ჯანდაცვაზე წვდომის შეზღუდვა

    ტრანზიციასთან დაკავშირებულ მედიკაციებზე წვდომის აკრძალვა.

    • სექსუალური აქტის დაძალება

    მოძალადე პარტნიორმა შეიძლება ის დისკომფორტი რაც გაქვს სხეულთან რომ შეგარცხვინოს და გაიძულოს სექსუალური აქტის ქონა. მათ ასევე შეიძლება გაიძულონ ისეთი სურათებისა და ვიდეოების ნახვა(მათ შორის პორნოგრაფიაც), რომელიც შენთვის არასასიამოვნო, გამაღიზიანებელი სანახავია. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპისაა ურთიერთობა, შენი პარტნიორი არ განგკარგავს სექსუალურად. მათ შეიძლება მანიპულირება მოახდინონ თქვენზე და თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ, იმის გამო, რომ სექსუალური კონტაქტის დამყარება არ გსურთ.

    • Outingის საშიშროება.

    *Outing – შენი ნების საწინააღმდეგოდ,ზურგს უკან, სხვის მიერ შენი საკუთარი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის სხვისთვის/სხვებისთვის გამჟღავნება.

    მოძალადე პარტნიორები ხშირად სარგებლობენ იმით, რომ საზოგადოებაში არის ტრანსფობია ფეხმოკიდებული და გემუქრებიან, რომ ხალხს ეტყვიან თქვენს შესახებ. მათ შეიძლება გაიძულონ, რომ აუცილებლად უთხრათ თქვენს გენდერულ იდენტობაზე ყველას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თავად იზამენ ამას. მაგალითად, მათ შეიძლება გითხრან: „ შენს მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი“.

    • ურთიერთობის დამალვა

    გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორივე არ შეთანხმდით ამაზე, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ურთიერთობის დამალვა არის ერთ-ერთი გამოხატულება ძალადობისა. გარეთ როდესაც ხართ პარტნიორი შეიძლება გექცეოდეთ როგორც უცხოს, ან უარს ამბობდეს ურთიერთობასა და მასში არსებულ პრობლემებზე საუბარზე, უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ. ურთიერთობის დამალვამ შესაძლოა თქვენში გააჩინოს სირცხვილისა და დაუცველობის გაზრდილი შეგრძნება.

    • იზოლაცია ლგბტქ+ ქომიუნითისგან

    თუ თქვენი პარტნიორიც თემის წევრია, თქვენ შესაძლოა თავი მარტოსულად იგრძნოთ, რადგან შესაძლოა საერთო მეგობრები გყავდეთ თემში, რაც მისი მხრიდან თქვენი კონტროლის შანსს ზრდის. ის სოციალურ სიტუაციებში მასზე დამოკიდებულს გხდით. თუ ის ცნობილი წევრია ქომიუნითის, მან შესაძლოა თავისი სტატუსი გამოიყენენოს სხვებისთვის შენი პიროვნების არასწორად დასანახად, რაც შენ თავს არაადეკვატურად გაგრძნობინებს.

    • თვითდაზიანება იმისთვის, რომ იმანიპულიროს შენი ემოციებით

    პარტიორი, რომელიც გემუქრება, რომ თავს ზიანს აყენებს ან მიაყენებს თქვენს წინ, ჩადის ისეთ ქმედებას, რომლის მიზანია, რომ თქვენში სინდისის ქენჯნა და შიში გამოიწვიოს. თვითდაზიანების ქცევით, პარტნიორი გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ხართ მიზეზი იმისა, რომ ის იზიანებს თავს, ამიტომაც თქვენც თქვეს თავს აბრალებთ, ამით კი პარტნიორი გაიძულებთ, რომ არ მიატოვოთ და დარჩეთ ურთიერთობაში. თვითდაზიანების ქცევებმა შენში შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი შიში: შესაძლოა საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოებისაც შეგეშინდეს, რადგან ახლა თუ საკუთარ თავს იზიანებს შენი პარტნიორი, ერთ დღეს, შეიძლება სამიზნე შენ გახდე.

    • საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა/თავის შეცოდება

    მოძალადე პარტნიორმა შესაძლოა საკუთარი თავი მსხვერპლად დაგანახოთ და ეს იმისთვის გამოიყენონ, რომ მართონ თქვენი ქცევა. მათ შეიძლება ყურადღება გადაგატანინოთ საკუთარი შეცდომებისგან და ძალადობისგან და პირიქით, თქვენ დაგდოთ ბრალი იმაში, რომ ურთიერთობაში პრობლემებია, ან მათზე საკმარისად არ ზრუნავთ. ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულის შეგრძნებას აღვიძებს ადამიანში, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ზრუნავდით რეალურად მასზე და არც იმას, გიბრუნებდათ თუ არა ის იგივეს.

    ძალადობის იდენტიფიცირება:

    იმის ამოცნობა, რომ მოძალადე პარტნიორთან გაქვს ურთიერთობა, არასდროსაა მარტივი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ამოიცნოს და უფლება იმისა, თუ როგორ გაუმკლავდება მას. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მის ამოცნობას ჭირდება გარკვეული დრო და შემდგომ განრიდება ამ ურთიერთობისგან. ძალადობრივი ურთიერთობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. გახსოვდეს, რომ სხვებს არ აქვთ უფლება, რომ განსაკონ შენი მოგზაურობა ამ პროცესში, დაწყებული პრობლემის იდენტიფიცირებიდან, დამთავრებული ურთიერთობის დასრულებით.

    ტრანსგენდერი კაცები ნაკლებად ამოიცნობენ ხოლმე ძალადობას, იმიტომ, რომ ძირითადად ქალებთან არის დაკავშირებული პარტნიორის მხრიდან ძალადობა და კაცებზე ძალადობაზე იშვიათად საუბრობენ. იმის აღიარება, რომ შენი პარტნიორი ძალადობს შენზე, უტოლდება თითქოს იმას, რომ თქვა, რომ საკმარისად ძლიერი მამაკაცი არ ხარ.

    ტრანსგენდერი კაცები ქამინგაუთის შემდეგ ან ტრანზიციის პროცესში განიცდიან იგივე ტიპის ძალადობას, რასაც ქალები ურთიერთობაში, განსაკუთრებით ჩანს მსგავსება იმის აკრძალვაში თუ როგორ უნდა მოიქცნენ და ჩაიცვან. ეს ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, ემოციური, სექსუალური და ხანდახან საკმაოდ სტრესული, რადგან ის ასევე ეხება შენს გენდერულ იდენტობასაც და გიზღუდავს იმის თავისუფლებას, რომ გამოხატო საკუთარი თავი. ზოგიერთ შემთხვევაში, მოძალადეები ამბობენ, რომ იმიტომ გიკონტროლებენ ქცევებს, რომ შენთვის ასე უმჯობესია, ან ისინი ცდილობენ თავიდან აგარიდონ სხვებისგან ტრანსფობიური ძალადობა.

    „გესლაითინგი“

    გესლაითინგი არის ფართოდ გავრცელებული ტერმინი ისეთი მანიპულატორული ქცევის აღსაწერად, სადაც მოძალადე პარტნიორი ნელნელა იწყებს, რომ შეცვალოს პარტნიორის რეალობა. მან შესაძლოა ასეთ დროს პარტნიორი დაადანაშაულოს, რომ სულ რაღაცეები ავიწყდება, ფაქტები შეცვალოს მცდარი ინფორმაციით, დაგიმტკიცოთ, რომ ზედმეტად განიცდით რაღაცას, თქვენი სიტყვები ისე აღიქვას, თითქოს სხვა რამეს გულისხმობდით. გესლაითინგი საკუთარი თავის ნდობას გაკარგვინებს, გაეჭვებს საკუთარ ფიქრებსა და შეგრძნებებში. განსხვავებით მანიპულაციის სხვა ფორმებისგან, გესლაითინგს შეუძლია შეცვალოს როგორც შენი ქცევა, ასევე, ის თუ როგორ ხედავ შენს თავს. მოძალადე პარნიორმა შეიძლება თავი გაგრძნობინოთ ჰიპერსენსიტიურად, ჩამოუყალიბებლად და არასანდოდ. თუ ოდესმე ყოფილხართ გესლაითიგნის მსხვერპლი, თქვენ ალბათ თავს იგრძნობდით დაბნეულად და აღელვებულად, თითქოს საკუთარ მეხსიერებას ვერ ენდობოდით. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი პარტნიორის გამოწვეულია და თქვენი ბრალი არაფერი არ არის.

    სირთულეები ძალადობრივი გარემოს დატოვებისის პროცესში:

    ტრანსგენდერი ადამიანიები ხშირად აწყდებიან სირთულეებს ურთიერთობების დაწყებაში სოციუმში არსებული ტრანსფობიის გამო. ეს კი ართულებს იმას, რომ დაშორდნენ მოძალადე პარტნორს. მითუმეტეს, თუ ამ დაშორების გამო ოჯახთან უწევს დაბრუნება, რომელიც მას არ იღებს. მხარდამჭერი სისტემების მოძებნაც საკმაოდ რთულია ტრანსგენდერი კაცებისთვის.

    მოძალადეებმა შესაძლოა გითხრან, რომ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდებით და არ მოგისმენენ, თუ პოლიციაში მიხვალთ და დააფიქსირებთ თქვენი პარტნიორის მხრიდან ძალადობას. ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს ეშინია მისგენდერინგის(საკუთარი გენდერისგან განსხვავებული გენდერის აღმნიშნვენელი ტერმინების გამოყენება). აუცილებელია იცოდეთ, რომ არსებობს დახმარების მიღების ანონიმური გზებიც. დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს ქალაქში არსებულ ლქბტქ+ ორგანიზაციებს.