1.) ალბერტ კაშიერი (1843-1915)

კაშიერი დაიბადა ირლანდიაში, 1843 წელს. 1862 წელს შეუერთდა ილინოისის 95-ე არმიას და მოიგო არაერთი ბრძოლა, მათ შორის ვიკსბურგისაც. ომის შემდეგ კაშიერი ცხოვრობდა როგორც მამაკაცი, მუშაობდა სხვადასხვა სამსახურში და იღებდა ვეტერანის პენსიას. კაშიერი გარდაიცვალა 1915 წელს და დაიმარხა სამხედრო წესების დაცვით. ზოგი ადამიანი ფიქრობდა, რომ კაშიერი იმიტომ გახდა ტრანსგენდერი მამაკაცი, რომ მას დიდხანს ჰქონდა „მამაკაცის“ პასუხისმგებლობა აღებული ომში. მისი ცხოვრების ინსპირაციით დაწერილია წიგნი და დადგმულია მიუზიკლი.

2) მაიკლ დილონი (1915-1962)

1939 წელს დილონმა დაიწყო მკურნალობა ჯორჯ ფოსსთან, რომელმაც მას დაუნიშნა ტესტოსტერონი ტრანზიციისთვის. დილონი ცხოვრობდა როგორც მამაკაცი და მუშაობდა თავდაპირველად გარაჟში, ბრისტოლში. მან გაიკეთა მასტექტომია,  შეცვალა დაბადების მოწმობა და სამართლებრივად გახდა ლორენს მაიკლ დილონი 1944 წლიდან. მან მოახერხა, რომ შეეცვალა სქესი საბუთებშიც, რაც ნამდვილი იშვიათობა იყო იმ პერიოდში.

1945 წელს მან სწავლა დაიწყო დუბლინში, მედიცინის კოლეჯში, მანამდე ის სწავლობდა ქალების კოლეჯში და დატოვა ეს სასწავლებელი მედიცინის კოლეჯში ჩაბარების შემდეგ. მან რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა ტრანზიციის პროცესში, მისი ქირურგი კი იყო – ჰაროლდ გილიესი. მიუხედავად მისი კარგი ცოდნისა მედიცინაში, ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, მუშაობა ვერ შეძლო საკუთარი პროფესიით, მაგრამ დაწერა წიგნი სახელად : “სელფი: სწავლება ეთიკასა და ენდოკრინოლოგიაში“. წიგნში განიხილავდა თემატიკას, რომელსაც ახლა ტრანსსექსუალიზმს ვეძახით.

ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ის გარდაიცვალა 47 წლის ასაკში. სიკვდილის შემდეგ, იპოვეს მისი გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფია და 2017 წელს გამოსცეს წიგნი სახელად „Out of the ordinary”.

3) ბილი ტიპტონი (1914-1989)

ჯაზ-მუსიკოსი ბილი ტიპტონის კარიერა დაიწყო 1930-იან წლებში, ხოლო 1950-იანებიდან უკვე ხელმძღვანელობდა ბენდებს და წერდა ალბომებს. მისმა ნიჭმა და პროფესიისადმი თავის მიძღვნა, საზოგადოებაში არსებული ნორმები გამოწვევის ქვეშ დააყენა და უამრავ ადამიანს შეაცვლევინა ცნობიერება. ტიპტონი დაჯილდოებული იყო ქალბატონებითაც, მას ჰყავდა 5 ქალი გარშემო, რომელიც საკუთარ თავს „Mrs. Tipton”-ს უწოდებდა. მასზე გადაღებულია არაჩვეულებრივი ფილმი სახელად „No ordinary man”.

4) ლუის სალივანი (1951-1991)

ლუის გრეიდონ სალივანი იყო ცნობილი ამერიკელი მწერალი და აქტივისტი, რომელიც მუშაობდა ტრანსგენდერი მამაკაცების დასახმარებლად. ის იყო პირველი ტრანსგენდერი კაცი, რომელიც ღიად დაიდენტიფიცირდა როგორც გეი და მან შეასრულა უდიდესი როლი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების კონცეპტის გააზრების ხელშეწყობაში.  სულივანი იყო ჩაბმული FTM( ტრანსგენდერი მამაკაცები) მოძრაობაში, ეხმარებოდა ინდივიდებს მიეღოთ მხარდაჭერა, თერაპია, სამედიცინო სერვისები და ოპერაცია. მან დააფუძნა “FTM International”, ორგანიზაცია, რომელიც ტრანსგენდერ კაცებს ეხმარებოდა, რამაც ხელი შეუწყო ტრანსგენდერი კაცების ქომიუნითის გაზრდას 1980-იანების ბოლოს. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მან შეძლო და ჰომოსექსუალობა ამოიღო ხელისშემშლელი ფაქტორებიდან ტრანსგენდერი კაცებისთვის, რომლებსაც უნდოდათ სამედიცინო ტრანზიციის დაწყება. სულივანის აქტივიზმი და ჩანაწერები ეხმარებოდა იმ დროში ბევრ ტრანს კაცს, რომ ჰქონოდათ სანდო რესურსები ტრანზიციაზე.  მას შეხვდებით ეროვნულ LGBTQ ღირსების კედელსა და „რეინბოუ ღირსების გზაზე“ სან ფრანცისკოში, კასტროს სამეზობლოში.

5) რიდ ერიკსონი (1917-1992)

რიდ ერიკსონი იყო ამერიკელი ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ფინანსური დონაციებით ტრანსექსუალიზმის საკითხებში. 1964 წელს, მან ჩამოაყალიბა ერიკსონის საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც ეხმარებოდა და აფინანსებდა ლგბტქ მოძრაობებს და ამასთან, მოქმედებდა, როგორც ინფორმაციის მიმწოდებელი ტრანსგენდერი ინდივიდებისთვის. ერიკსონმა ამ საქმიანობას მილიონობით დოლარი მიუძღვნა და დააფინანსა კვლევითი პროექტები, საგანმანათლებლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვა და ა.შ. მან ტრანზიცია დაიწყო 1960-იან წლებში, შეიცვალა სახელი და სქესი და გახდა ექიმი ჰარი ბენჟამინის პაციენტი. ერიკსონის ფონდი ტრანსგენდერების გარდა აფინანსებდა ახალგაზრდულ მოძრაობებსა და დელფინების კომუნიკაციის კვლევებსაც. თუმცა, ტრანსექსუალიზმის საკითხები მისი მთავარი ფოკუსს წარმოადგენდა. სიკვდილის შემდეგ, 1992 წელს, ფონდის საქმიანობა გააგრძელა სხვა ორგანიზაციებმა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ერიკსონი ცხოვრებაში რამდენჯერმე დაქორწინდა, ჰყავდა შვილები და გატაცებული იყო ეგზოტიკური ცხოველებით. გარდაიცვალა 75 წლის ასაკში.

6) ჩეის სტრენჯიო

ჩეისი გახლავთ ამერიკელი იურისტი და ტრანს-აქტივისტი. ამჟამად არის „Transgender Justice”- ის დირექტორი და პერსონალის ადვოკატი „American Civil Liberties Union-ში“. მან ისწავლა გრინელის კოლეჯსა და „Northeastern” უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ჩართული იყო ძალიან ბევრ ტრანსგენდერი ადამიანების სასამართლო ქეისებში, მათ შოირს ჩელსი მენინგის, გევინ გრიმისა და ეიმი სტივენსის. საკუთარი საქმიანობის გამო, ის შესულია ტრანს – ასეულის სიაში და ამასთან, ჩვენი დროის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის მთელ მსოფლიოში. მისი პარტნიორი გახლავთ ხელოვანი და მწერალი კიმბერლი დრიუ, ისინი ცხოვრობენ ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც ერთად ზრდიან მათ შვილს.

7) მარს რაითი

მარს რაითი – მხატვარი, დიზაინერი და აქტივისტი.

მან შექმნა „Streetwear” ბრენდი სახელად „Life on Mars” სოციალურ მედიაში და შეძლო, რომ ექცია საკმაოდ დიდ ბიზნესად, რომელსაც უკვე ჰქონდა 3 სამოდელო ჩვენება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ის აგრძელებს, რომ გაიკვალოს გზა საკუთარ სფეროში, სადაც ძირითადად Cisgender(ადამიანი, რომლის გენდერიც ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესს) ადამიანები დომინირებენ. ის ასევე მხატვარიც არის და ჰქონდა რამდენიმე გამოფენა ლოს ანჯელესში. საკუთარ სოციალურ მედიას უძღვნის სოციალურ პრობლემებს და ცდილობს, რომ დაუპირისპირდეს მათ და უკეთესობისკენ შეცვალოს. მისი აქტივიზმიდან გამორჩეული ფრაზებია : “Trans Joy is Resistance” და “Life is Worth Living”.

8)კრის მოსიერი

კრის მოსიერი, ამერიკელი ადამიანის უფლებათა დამცველი და წარმატებული ათლეტია. ის პირველი ტრანსგენდერი ათლეტია, რომელიც შეუერთდა ამერიკის ეროვნულ გუნდს. მოსიერმა 2016 წლის მსოფლიო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში და ის იყო პირველი ტრანსგენდერი ათლეტი ამ კონკურსზე. მან ასევე დაარსა ვებსაიტი, რომელიც ხელს უწყობს და ახალისებს ტრანსგენდერების ინკლუზიას სპორტში(Transathlete.com).

9)ჯემისონ გრინი

ჯემისონ „ჯეიმს“ გრინი არის ტრანსგენდერთა უფლებებების აქტივისტი და მწერალი. 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო ცხოვრება როგორც ღიად ტრანსგენდერმა კაცმა და ადვოკატირებდა საჯაროდ ტრანსგენდერი ადამიანების სამართლებრივი, ჯანდაცვის და სამოქალაქო უფლებებისთვის. გრინის აქტივიზმი უმეტესწილად ეძღვნებოდა აშშ-ში ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნასა და ანტიდისკრიმინაციის ხელშეწყობას. იგი რამდენიმე ორგანიზაციაში მუშაობდა, მათ შორის „Transgender Law and Policy Institute“ -ში და გაწევრიანებული იყო მსოფლიოს პროფესიონალთა ასოციაციაში, რომელიც ზრუნავდა ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობაზე. მან დაწერა წიგნი სახელად „Becoming a visible man”, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა და დიდი კვალი დატოვა ტრანსლიტერატურაში. ჯემისონს მირებული აქვს რამდენიმე ჯილდო გაწეული შრომისთვის, მათ შორის სილვია რივერას ჯილდო და „Distinguished Service Award from the Association of Gay and Lesbian Psychatrists”. გრინი ახლა ცხოვრობს მეუღლესთან ერთად და იდენტიფიცირდება როგორც ბისექსუალი მამაკაცი.

10) კაილარ ბროდუსი

კაილარ ვილიამ ბროდუსი არის ამერიკელი ადვოკატი და თარჯიმანი, ამჟამად ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა ადვოკატი. მან შექმნა ფერადკანიან ტრანსგენდერ ადამიანთა კოალიცია. მას წარმატებული კარიერა ჰქონდა, როგორც უნივერსიტეტის პროფესორს და ასწავლიდა ბიზნესის სამართალსა და დისკრიმინაციას სამუშაო გარემოში. ბროდუსს თავისი საქმიანობისთვის მიენიჭა „Trans Trailblazer” ჯილდო „ლგბტ ბარ“ ასოციაციისგან, ლოს ანჯელესში, 2019 წელს.

წყარო:Ttrans men who changed history! (2023, June 16). Life On Mars. https://marswright.com/blogs/trans-joy/10-trans-men-who-changed-history