რთულია ჩამორჩე ახლად გამოსულ ფილმებს ტრანს თემატიკაზე, რადგან ისინი არც ისე ბევრია ჯერჯერობით. სასიხარულო ამბავია, რომ ბევრ თანამედროვე ფილმში ვაწყდებით ტრანს კაც პერსონაჟებს, თუმცა მათი რიცხვი ტრანს ქალ პერსონაჟებთან შედარებით კვლავ დაბალია. ქვემოთ წარმოდგენილია 49 ტრანსგენდერი მამაკაცი პერსონაჟი და მათი 43 ფილმი, რომლებშიც შესაძლოა მათი როლი არ იყო წამყვანი, თუმცა აუცილებელია ვახსენოთ.
1. წმინდა ელექტროენერგია (2024)
ნიკოლო ღვინიაშვილი, პერსონაჟი – ბარტი

ფილმში წმინდა ელექტროენერგია, ბარტი ასრულებს ტრანსგენდერი მამაკაცის როლს. მასთან ერთად ფილმის მთავარი პერსონაჟი გახლავთ „გონგა“, რომელსაც ბარტი მამობას უწევს, გონგას მამის გარდაცვალების შემდეგ. ისინი ერთად იწყებენ ფერადი მანათობელი ჯვრების ახალ ბიზნესს და ცდილობენ გაყიდონ კარდაკარ თბილისის უბნებში.
2. სილვია სკარლეტი (1935)
კეტრინ ჰეპბერნი

სილვია გახლავთ კონ-არტისტი (პერფორმერი, რომელიც აუდიტორიას აჯერებს ისეთ რამეს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება). სცენაზე ის იცვამდა მამაკაცის სამოსს და ასახიერებდა მამაკაცს სახელად სილვესტერს. სამწუხაროდ 1930-იანებში ეს ფილმი წარმატებული არ ყოფილა, რადგან ეხებოდა გენდერის საკითხებს და მაშინ, იმ პერიოდში, ხალხი მზად არ იყო, რომ კეტრინ ჰეპბერნი ენახათ შარვალში. მიუხედავად იმისა, რომ სილვია ფილმში არ იყო ტრანსგენდერი მამაკაცი, ის მაინც აგრძელებდა მამაკაცის სამოსის ჩაცმას შოუს მიღმაც.
3. ვერა (1986)
ანა ბეატრის ნოგიერა, პერსონაჟი – ბაუერი

“ვერა” გახლავთ ბრაზილიური ფილმი ტრანსგენდერ კაცზე, რომელსაც თამაშობს ანა ბეატრის ნოგიერა. ის გამომწყვდეულია გამოსასწორებელ ბანაკში. ფილმში ასახულია გარიყვის პრობლემები და ამასთან სიყვარული მისი ტრანზიციის თანმდევად. მას არ აქვს ბედნიერი დასასრული, თუმცა ტრანს ფილმების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილმია.
4. ბიჭები არ ტირიან (1999)
ჰილარი სვენქი, პერსონაჟი – ბრენდონი

ბრენდონ ტინა, ახალგაზრდა ტრანსგენდერი კაცი, ეძებს სიყვარულსა და მიმღებლობას, მაგრამ სანაცვლოდ იღებს მხოლოდ ძალადობასა და ტრანსფობიას. ამ „რეალურმა“ ამბავმა გაზარდა ტრანსგენდერი კაცების ხილვადობა, მაგრამ ის იზრდება ბევრი ტრანსგენდერი კაცის დისკომფორტისა და მენტალური ჯანმრთელობის ხარჯზე.
5. By Hook Or By Crook (2001)
ჰარი დოჯი და სილას ჰოვარდი

“DIY buddy” ფილმი გადაღებულია ორი ცნობილი ტრანსგენდერის, ჰარი დოჯისა და სილას ჰოვარდის მიერ, რომლებიც თავადვე წარმოადგენენ ფილმის პერსონაჟებს. ფილმი ეძღვნება მათ მეგობრობას, თავგადასვლებს და კრიმინალში ჩართვას. ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ტრანსგენდერი კაცების მონაწილეობით, რომელშიც ჩანს ორი ტრანსგენდერი კაცის მეგობრობა.
6. Itty Bitty Titty Committee (2007)
ლორენ მოლიკა, პერსონაჟი – ეგი

ფილმი წარმოადგენს ფემინისტურ სატირას აქტივისტთა ჯგუფის შესახებ. მასში მონაწილეობს ტრანსგენდერი კაცის პერსონაჟი სახელად ეგი. ეგი ამ ჯგუფის წევრია, რადგან ის იყო “დაბადებული კლიტორისით”. როდესაც ხალხს ის სისგენდერი მამაკაცი ჰგონია, მას ამაზე პრობლემა არ აქვს, რადგან მიჩვეულია. მას ე.წ “One night stand” აქვს ფილმში მთავარ პერსონაჟთან, ანასთან და უყვარდება კიდეც ის, თუმცა, ანა არ გრძნობს იგივეს მის მიმართ.
7. რომეოსი (2011)
რიკ ოკონი, პერსონაჟი – ლუკასი

„რომეოსი“ გერმანული ფილმია ლუკასის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ტრანსგენდერი ბიჭია. მას შეუყვარდება სისგენდერი გეი მამაკაცი. ამ კაცმა, ფაბიომ, არ იცის, რომ ლუკასი ტრანსგენდერია და ლუკასს ეშინია გამხელის. ამავდროულად ფაბიოს თავისი საიდუმლოები აქვს – მაგალითად ის, რომ მისმა მშობლემა არ იციან, რომ გეია. ლუკასის როლს სისგენდერი მსახიობი ასრულებს.
8. ალბერტ ნობსი (2011)
გლენ კლოსი, პერსონაჟი – ალბერტი
ჯანეტ მაკტირი, პერსონაჟი – ჰიუბერტი

გლენ კლოსი წარდგენილი იყო ოსკარზე ამავე წელს. სიუჟეტში აღწერილია ადამიანის ისტორია, რომელმაც 3 დეკადა გაატარა როგორც მამაკაცმა, მე-19 საუკუნის დუბლინში. როდესაც მისმა ახალმა თანამაცხოვრებელმა (რუმმეითმა) აღმოაჩინა, რომ ალბერტი იყო „ქალი“, შეეკითხა თუ რა ერქვა მას, ალბერტმა კი უპასუხა, რომ მისი სახელია ალბერტი. შემდეგ ისევ ჰკითხა – შენი ნამდვილი სახელი რა არის? ალბერტმა კი ისევ უპასუხა, რომ ალბერტია.
9. Facing Mirrors (2011)
შეისტი ირანი, პერსონაჟი – ედი

ფილმი გახლავთ ირანული, რომელიც ასახავს ყალბ მეგობრობას კონსერვატორ ქალ რანასა და ტრანსგენდერ კაცს შორის. რანა ტაქსის მძღოლია და ედის ასე გაიცნობს. მას სჭირდება ფული რათა გადაუხადოს გირაო მის ქმარს, რომელიც ციხეში ზის. ედის კი ერთი სული აქვს როდის დამზადდება მისი პასპორტი რათა დატოვოს ქვეყანა. ისინი უჩვეულოდ დამეგობრდებიან.
10. Heart Breaks Open (2011)
სამონტე კრუზი, პერსონაჟი – ჯონი

ჯონი ტრანსგენდერი ბიჭია, რომელიც მთავარი გმირის ჰესუსის შეყვარებულია. ჰესუსი ჯონის ღალატობს, რის შემდეგაც მას გადაედება აივის ინფექცია. თავად სამონტე მსახიობობასთან ერთად, გახლავთ მხატვარი, თემის მობილიზების ექსპერტი და მასწავლებელი.
11. Predestination (2014)
სარა სნუკი, პერსონაჟი – დაუქორწინებელი დედა

ეს ძალიან საინტერესო ფილმია, რომელიც გადაღებულია რობერტ ჰაინლაინის მოკლე ამბის მიხედვით. ფილმის ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკაა და მის ერთ-ერთ პერსონაჟს ინტერსექსი ადამიანი წარმოადგენს. ამ ფილმის ნახვა აუცილებლად ღირს.
12. Two 4 one (2014)
გევინ კროფორდი, პერსონაჟი – ადამი

ეს კანადური რომ-კომი გახლავთ ტრანსგენდერი კაცის ადამის შესახებ, რომელიც თანხმდება დაეხმაროს მის ყოფილ შეყვარებულს დაორსულებაში სპერმის დონორის საშუალებით, მაგრამ როგორღაც თავადაც ორსულდება იგივე წყაროდან. ამ ფილმშიც ტრანსგენდერი ადამიანის როლს სისგენდერი მსახიობი ასრულებს.
13. 3 თაობა (2015)
ელ ფენინგი, პერსონაჟი – რეი

ფილმის გამოსვლის პერიოდში, ხშირი მსჯელობა და კამათი მიმდინარეობდა იმაზე, რომ ტრანსგენდერი ადამიანის როლები უნდა შეესრულებინათ თავად ტრანს პირებს და არა სისგენდერ მსახიობებს. ბევრი უარყოფითი კომენტარი ჰქონდა ფილმს, რადგან მთავარ როლში მყოფი გმირი უფრო მეტად ჰგავდა გოგოს, რომელიც ცუდად ანსახიერებდა ბიჭს (ქალი მსახიობიდან გამომდინარე). ელ ფენინგი თამაშობს რეის როლს, ტრანსგენდერი ბიჭის, რომელიც გადის სამედიცინო ტრანზიციას და ცდილობს მოიპოვოს ოჯახის მხარდაჭერა უშედეგოდ. ის ცხოვრობს დედასთან და ლესბოლეს ბებიასთან ერთად. ფილმში ხშირად ვაწყდებით უაზრო სტერეოტიპებს, თუმცა ისიც კარგია, რომ მინიმუმ ლესბოსელი პერსონაჟი ჰყავთ.
14. Apricot Groves (2016)
ნარბი ვართანი, პერსონაჟი – არამი

ფილმი სომხურ-ირანული წარმოშობისაა და ასახავს ტრანსგენდერი კაცის სომხეთში ჩასვლას აშშ-დან, რათა დაქორწინდეს მის შეყვარებულზე. ფილმს მხარს უჭერდა სომხეთის მთავრობა, მაგრამ როდესაც დასრულდა გადაღება, ფილმის რეჟსორმა პურია ჰეიდარი ოურემ თქვა, რომ ფილმის ჩვენება გააუქმეს ადგილობრივი კინოს ფესტივალებიდან და თეატრებიდან.
15. ადამი (2019)
ლეო შენგი, პერსონაჟი – ეთანი

“ადამი” არიელ შრაგის ნოველის მიხედვითაა გადაღებული. მთავარ როლში სისგენდერი თინეიჯერი ბიჭია – ადამი, რომელსაც მოეწონება ლესბოსელი გოგონა. გოგონას კი ადამი ტრანსგენდერი ბიჭი ჰგონია, თუმცა ადამი მას არ უხსნის, რომ ტრანსგენდერი არ არის, რაც ხშირად სასაცილო სიტუაციებში ახვედრებს მათ. ფილმში ნაჩვენებია იდენტობის, გენდერისა და მიზიდულობის სხვადასხვა სახეები. მასში მონაწილეობს ნონბაინერი მსახიობი ბობი სალვუარ მენუეზი და ტრანსგენდერი მსახიობი – ლეო შენგი.
16. კოვბოები (2020)
საშა ნაითი, პერსონაჟი – ჯო

ფილმი ფოკუსირდება ჯოზე, ტრანსგენდერ ბიჭსა და მამამის ტროიზე. როდესაც ჯო ხვდება, რომ უნდა მოშორდეს საკუთარ დედას, რომელიც მას ვერ იღებს და ტრანსფობია, მამასთან ერთად მიდის კანადაში. ეს მსახიობისთვის პირველი ფილმია და არაჩვეულებრივად ასრულებს ამ ემოციურ ფილმში მთავარ როლს, როგორც ტრანს მსახიობი, თან სულ რაღაც 10 წლის ასაკში. მას ნამდვილად ნათელი მომავალი აქვს.
17. რურანგი (2020)
ელც კარადი, პერსონაჟი – კეზი

რურანგი არის ფილმი ტრანს კაცზე, რომელიც ბრუნდება სახლში და სანაცვლოდ იღებს მხოლოდ მამამისის ბრაზს მის ტრანზიციასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, რომ ვერ დაესწრო დედის დაკრძალვას.
18. A Good Man (2020)
ნოემი მერლანი, პერსონაჟი – ბენჟამინი

ფილმი წარმოადგენს ფრანგულ დრამას ტრანს კაცზე, სახელად ბენჟამინი. როდესაც მისი პარტნიორი გაიგებს, რომ მათ ბიოლოგიური შვილი ვერ ეყოლებათ, გადაწყვეტს, რომ თავად გააჩინოს ბავშვი. მთელი ფილმის მანძილზე, მას ყველა ცუდად ექცევა, მისი პარტნიორი, ექიმებიც.
19. When Men Were Men (2021)
იზი როა, პერსონაჟი – კირანი

ფილმი ეძღვნება ტრანს ბიჭს სახელად კირანს, რომლის როლსაც არაბინარული იდენტობის მქონე მსახიობი იზი ასრულებს. კირანს შეუყვარდება სისგენდერი გეი მამაკაცი სახელად იგანი, რომელმაც არ იცის, რომ კირანი ტრანსგენდერია. ის ახერხებს, რომ იგანთან ერთად დრო გაატაროს (იგანის როლს არაბინარული იდენტობის მქონე მსახიობი აიდანი ასრულებს).
20. West Side Story (2021)
ირის მენასი, პერსონაჟი – ენიბადი

ფილმი პირველად 1961 წელს გამოვიდა და ეს მისი თანამედროვე ვერსიაა არაბინარული იდენტობის მქონე მსახიობის შესრულებით. ენიბადი „თომბოი“ პერსონაჟია, რომელსაც უნდა რომ შეუერთდეს „JETS”-ის საფეხბურთო გუნდს. ფილმი დისნეისთან დაკავშირებული კომპანიის გადაღებულია, ხოლო „ენიბადი“ დისნეის პირველი ტრანს პერსონაჟია.
21. The Matrix: Resurrections (2021)
ლეო შენგი, პერსონაჟი – ბობი

ბობი ნეოს პერსონაჟის მდივანია ვიდეო თამაშების კომპანიაში. მას ძალიან პატარა როლი აქვს, მაგრამ ძალიან სახალისო ინკლუზიის მცდელობაა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ორივე რეჟისორი დაქამინგაუთდა როგორც ტრანსგენდერი, ფილმში კი ამ გმირის გამოჩენა ერთგვარი მინიშნება იყო მათი მხრიდან.
22. The People’s Joker (2022)
ქეინ დისტლერი, პერსონაჟი – მისტერ ჯეი ტოდი

ფილმის პერსონაჟებს წარმოადგენს ტრანს წყვილი. ტრანს და ქვიარ წარმოდგენა ჯოკერისა და ბეტმენის მითოლოგიის ძალიან საინტერესო გახლავთ, ფილმი აჩვენებს ტრანს ქალ კომიკოს, რომელიც ცდილობს მის ნარცის დედასთან დაალაგოს ურთიერთობა.
23. L’immensità (2022)
ლუანა გიულიანი, პერსონაჟი – ანდრეა

ფილმი გახლავთ იტალიური დრამა, რომელიც გადაღებულია ტრანსგენდერი რეჟისორის მიერ (რომელიც ამავდროულად სცენარის ავტორიცაა) და ასახავს ურთიერთობას დედასა და შვილს შორის, მას შემდეგ რაც შვილი დედას ეტყვის, რომ ის ტრანსგენდერია. სიუჟეტი მიმდინარეობს 70-იან წლებში და რეჟისორი შეეცადა, რომ გადმოეცა თავისი ბავშვობის ისტორია და გამოცდილებები როგორც ტრანსგენდერი ბავშვის.
24. A Man Called Otto (2022)
მეკ ბაიდა, პერსონაჟი – მალკოლმი

ფილმი გახლავთ დრამა-კომედია ტომ ჰენკსის მონაწილეობით და გვიჩვენებს ამბავს კაცზე, რომელსაც არ შეუძლია მოიკლას საკუთარი თავი, რაც არ უნდა ძლიერად მოინდომოს. მასში პატარა, მაგრამ დასამახსოვრებელი როლი აქვს ტრანს მსახიობ მეკ ბაიდას, როგორც მთავარი პერსონაჟის – ოტოს ცოლის სტუდენტს. მალკოლმი ოტოს ეუბნება, რომ მისი ცოლი იყო პირველი ლექტორი, რომელმაც მალკომს მისი სასურველი სახელით მიმართა, რაც ოტოს ძალიან გაახარებს. ოტო მალკომს შესთავაზებს დასარჩენს, ხოლო მალკოლმი კი უყვება მას ისტორიას მამამისზე, თუ როგორ ვერ იღებს მას, რადგან ტრანსგენდერია.
25. Women Talking (2022)
ოგუსტ ვინტერი, პერსონაჟი – მელვინი

ფილმის ჟანრი გახლავთ დრამა და აჩვენებს ტრანსგენდერი კაცის ცხოვრებას, რომელიც მოხვდება ისეთ ადამიანებში, ქალებში, რომლებიც განიხილავენ თუ როგორ უნდა მოექცნენ კაცებს, რომლებიც მათ აუპატიურებენ. თავად მელვინი კოლონიაში ძიძად მუშაობს და მისი წარმოუდგენლად რთული ტრამვის შემდეგ, გადაწყვეტს, რომ მხოლოდ ამ ქალებს ესაუბროს ხოლმე. მელვინის ისტორია მართლაც, რომ ძალიან ტრაგიკულია.
26. They/Them(2022)
თეო ჯერმეინი, პერსონაჟი – კორდანი

ფილმი გახლავთ ჰორორის ჟანრში და სიუჟეტი მიმდინარეობს კონვერსიული თერაპიის ბანაკში, სადაც ლგბტქ+ თინეიჯერებს გზავნიან და ცდილობენ შეუცვალონ ორიენტაცია.
ქორდანი არის ქარიზმატული ბანაკის მონაწილე, რომელიც თავდაპირველად ემხრობა ბანაკის იდეოლოგიას, მაგრამ მალევე ის გახდება სხვების მხარდამჭერი და ეხმარება ყველას პრობლემების მოგვარებაში.
27. Crush (2022)
ჯეიმი ტომი, პერსონაჟი – აია

ამ თინეიჯერულ რომ-კომში, ჯეიმს ტომი თამაშობს აიას როლს, რომელიც არაბინარული იდენტობის მქონე სკოლის მოსწავლეა. აია სოციალურ მედიაში საკმაოდ პოპულარული ვარსკვლავია.
28. Off Ramp (2023)
სკოტ ტურნერ, პერონაჟი – სკოფილდი სილასი

ნათან ტეიფის ფილმში, 2 ჰიპ-ჰოპის ფანი მიდის ძალიან მაგარ მოგზაურობაში სხვა ფანების შეკრებაზე. სილასს მისი მეგობარი ტრეი გამოჰყავს ციხიდან, რათა ერთად წავიდნენ და დაიწყონ თავგადასავალი.
29. Wendell & Wild (2022)
სემ ზელაია, პერსონაჟი – რაულ კოკოლოტი

ეს ანიმაცია ჯორდან პილის სცენარის მიხედვით არის დაწერილი და თავადაც მონაწილებს. სემი ახმოვანებს რაულს, მთავარი გმირი კეტის მეგობარს, რომელიც ჩართულია თავის დემონურ თავგადასავლებში. რაული გახლავთ პირველი ტრანს გმირი მსგავს ანიმაციაში.
30. Evil Dead Rise (2023)
მორგან დევისი, პერსონაჟი – დენი

Evil Dead-ის ფილმების სერიის მეხუთე ფილმში მორგან დევისი თამაშობს დენის როლს, დიდი მხიარული ძმის, რომლის და და დედა დემონებს ჰყავთ წაყვანილი. დენი არაა მოხსენიებული როგორც ტრანსგენდერი ფილმში, მაგრამ დევისი ღიად ტრანსგენდერია 13 წლიდან.
31. Mutt (2023)
ლიო მეიელი, პერსონაჟი – ფენა

ამ ინდის ჟანრის ფილმში მოქმედება ხდება ნიუ იორკში, ფენას გარშემო, რომელიც ახალგაზრდა ტრანსგენდერი კაცია და აღწერილია მისი ერთი ძალიან დაკავებული დღე. თუ როგორი ურთიერთბა აქვს თავის ახალგაზრდა ნახევარ დასთან, რომელმაც სკოლა გააცდინა. ასევე ასახულია მისი დაუსრულებელი ურთიერთობა ყოფილ შეყვარებულთან და მას ასევე აქვს შანსი, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს მის კრიტიკულ მამაზე, აეროპორტში დახვედრით.
32. Talk To Me (2023)
ზო ტერაკისი, პერსონაჟი – ჰეილი

ტრანს მსახიობი ზო ტერაკისი ჰეილის როლს ასრულებს ფილმში, რომელიც საკმაოდ წარმატებული ფილმია ავსტრალიაში ჰორორის ჟანრში. ჰეილი They/them ნაცვალსახელებს იყენებს, მაგრამ ფილმში არ სახელდება, რომ ტრანსია. ქუვეითმა აკრძალა ფილმი ამ როლის გამო და ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყანამ ფილმი აკრძალა მასში მყოფი ტრანს მსახიობის გამო. ტერაკისი საკმაოდ იმედგაცრუებული იყო მომხდარით და ამბობდა: „მე უბრალოდ ტრანს მსახიობი ვარ, რომელსაც მოუწია ამ როლის თამაში“.
33. Fanfic (2023)
ალინ ზევციკი, პერსონაჟი – ტოსიეკი

ფანფიკი არის ფილმი ტრანსგენდერ თინეიჯერზე, რომელიც ასახავს მის ქამინგაუთსა და სასიყვარულო ისტორიას კლასელის სახელად ლეონის მიმართ. ტოსიკის როლს არაბინარულ იდენტობის მქონე მსახიობი ასრულებს, რომელიც პირველი ტრანს მსახიობია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანის როლი შეასრულა პოლონური ფილმების ისტორიაში.
34. Close To You (2023)
ელიოტ ფეიჯი, პერსონაჟი – სემი

ფილმი ეძღვნება ტრანსგენდერ კაცს, რომელიც ბრუნდება საკუთარ სახლში პირველად ტრანზიციის შემდგომ. ფილმში რამდენიმე სცენა იყო იმპროვიზებული, დაფუძნებული სცენარის მიღმა დიალოგზე.
35. Chestnut (2023)
შელა მენი, პერსონაჟი – ჯეისონი

ენის ახალი დამთავრებული აქვს კოლეჯი და ზაფხულში საკუთარ მშობლიურ ქალაქში რჩება და ებმევა სიყვარულის სამკუთხედში წყვილთან, რომელსაც ხვდება ბარში. ენის წყვილიდან ქალი შეუყვარდება და უნდა რომ ლოს ანჯელესში გაჰყვეს მას. აქედან ყველაფერი ირევა და რთულდება.
36. Summer Solstice (2023)
ბობი სალვორ მენუეზი, პერსონაჟი – ლეო

ამ კომედიურ ფილმში ნაჩვემებია თუ როგორ მიდის ლეო, ტრანსგენდერი კაცი მოგზაურობაში თავის ცისგენდერ ჰეტეროსექსუალ ქალ მეგობართან ერთად ნიუ-იორკში. რადგან ისინი დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს, მათ შორის ჩნდება ვნება.
37. Carnage For Christmas (2024)
აირის მაკირლინი, პერსონაჟი – ბერი

ფილმი გასართობი ხასიათისაა და საახალწლო თემატიკაში რთავს საშიშ ელემენტებს. აირისი თამაშობს ბერის როლს და მას უწევს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მოჩვენებას, რომელიც თავიდან ანახლებს ნამდვილი სერიული მკვლელის ჩადენილ მკვლელობებს. ძალიან კარგი მიქსია ჰორორისა და კომედიის!
38. Castration Movie Anthology i. The Fear of Having No One to Hold at the End of the World (2024)
მაგდა ბეიქერი, პერსონაჟი – როკო

მომღერალი მაგდა ბეიქერი თამაშობს როკოს როლს. ერთ-ერთი საუკეთესო სცენა ფილმიდან გახლავთ, როდესაც როკო თავის მაისურს იხდის ოპერაციამდე და საუბრობს იმაზე, რომ დიდი ხანია ელოდება ოპერაციას. მოგვიანებით მას ვხედავთ ექიმის ოფისში, სადაც იხსნის თავის სახვევებს და ხარობს საკუთარი შრამების დანახვით. ეს საკმაოდ დასამახსოვრებელი მომენტია!
39. Desire Lines (2024)
ადენ ჰაკიმი, პერსონაჟი – ამადი
თეო ჯერმეინი, პერსონაჟი – კირანი
ემ მოდაფი, პერსონაჟი – ლევი

ეს ნახევრად ნარატიული და დოკუმენტური ფილმი ასახავს ირანელ-ამერიკელი ტრანსგენდერი კაცის ამადის მიერ ტრანსგენდერი კაცების ისტორიის შესწავლას, ლგბტქ არქივში. რეალური ინტერვიუების საფუძველზე სხვა ტრანსგენდერ კაცებთან ერთად, ის ჩაუღრმავდება საკუთარ გრძნობებს და მიდრეკილებებს მათი გამოცდილებების შესწავლის კვალდაკვალ.
40. We Forgot To Break Up (2024)
ლეინ ვებერი, პერსონაჟი – ევანი

მთავარ როლში არის პერსონაჟი სახელად ევანი, რომელიც საკმაოდ ქარიზმატულია და ინდის ბენდში წინა ხაზში უკრავს. ფილმში ნაჩვენებია ბენდის გზა სკოლიდან დიდ წარმატებამდე. ევანსა და ორ ბენდის წევრს შორის სასიყვარულო სამკუთხედი გაჩნდება, რაც ზიანს მოუტანს მეგობრობასა და ბენდის წარმატებას. რაც უფრო მეტ ყურადღებას იღებენ ჩანაწერებიდან, ევანის ეგო უფრო და უფრო მაღლდება, რაც იწვევს ბენდში ხშირ კლასიკურ დრამებს.
41. I Saw The TV Glow (2024)
ჯეკ ჰეივენი, პერსონაჟი – მედი

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ფილმში თავისი დედნეიმით მიიღო მონაწილეობა, პერსონაჟი, რომელსაც ის თამაშობს, საკმაოდ ტრანს მასკულინური ვიზუალისაა. ქვიარ თინეიჯერი მედი დაუმეგობრდება ერთ ტრანს თინეიჯერს, რომელსაც ჰქვია ოვენი. ის ხშირად ქრება ხოლმე და შემდეგ ბრუნდება დიდი პერიოდის მერე. ის ასევე ეუბნება თავის მეგობარს, რომ მედი აღარ დაუძახოს. ფილმი გადაღებულია ტრანსგენდერი რეჟისორის ჯეინ შონბრუნის მიერ, ხოლო მედის გენდერი დარჩენილია ამოუცნობად, რომელიც მრავალ თეორიას აჩენს ფანებში, არის თუ არა მედი ნონბაინარი, ტრანსგენდერი ბიჭი თუ გენდერქვიარი.
42. One Of Them Days (2025)
რიზი ტიმეინი, პერსონაჟი – უში

ნიგერიელ-ამერიკელი მსახიობი რიზი ტიმეინი თამაშობს უშის – სახლის მფლობელის როლს. მისი მოთხოვნა რომ მიიღოს ქირა, ქმნის საკმაოდ სასაცილო სიტუაციას. ალისამ, სახლში მცხოვრებმა მის უპასუხისმგებლო შეყვარებულს დაავალა ქირის გადახდა, თუმცა მან არ გადაიხადა. ყველაზე სასაცილო მომენტი არის როდესაც დრუქსი, ალისას შეყვარებული უშის ეუბნება: „ ალოპეცირებულით გამოიყურები დღეს“.
43. Sauna (2025)
ნინა რასკი, პერსონაჟი – ვილიამი

ამ დანიურ ფილმში, ცისგენდერი კაცი, სახელად იოანი მუშაობს გეი საუნაში კოპენჰაგენში და დაკავებულია რეგულარული სქესობრივი კავშირით ტრანსგენდერ კაც ვილიამთან, მანამ სანამ ის არ შეუყვარდება. ვილიამს არ აქვს ჰორმონებსა და ოპერაციაზე წვდომა და უჭირს ამის გამო საკუთარი თავის მიღება და სიყვარული. ეს კი პრობლემებს ქმნის ჯონათანთან, რომელსაც უნდა რომ უყვარდეს ვილიამი, ისეთი, როგორიც არის. ვილიამი დანიის პირველი ტრანს პერსონაჟია, რომელიც მთავარ როლში მონაწილეობს.
მასალა თარგმნა და მოამზადა ილიამ

დონაციის ანგარიში ტრანსგენდერი მამაკაცების ჯგუფის „ჩვენი კლუბის მხარდასაჭერად:
ანგარიშის ნომერი – GE87KS0003601011620801 მიმღები – ნიკოლო ღვინიაშვილი
PayPal – transclub.ge@gmail.com
